გადაწყვეტილება N 72 შპს „აია+“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს აია+”-მა (რეგისტრირებული ქ.წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით, რეგისტრაციის N59/5/ბ-274) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/07-05, 12.01.05) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს აია+”, N 1441 (ვადა 05.01.2015) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას ქ.ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს და ტყიბულის რაიონებში. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს აია+„-ს 2.6 - 2.7 გგჰც სიხშირული ზოლი ქ.ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 1441 ლიცენზიის მოქმედების ვადით (05.01.2015);
2. აღირიცხოს შპს აია+„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს აია+„-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს აია+„-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
