წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 721 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კომერციული კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა; ლიცენზიის სახეობა: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება; ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 1745,1-1760 მგჰც (გადაცემაზე) და 1840,1-1855 მგჰც (მიღებაზე) სიხშირულ დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 13 თებერვლის 16 საათი;

კომისიის 2003 წლის 12 დეკემბრის N 621/10 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში, რომლითაც კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 16 აპრილი. კომისიამ 2004 წლის 8 აპრილის N164/10 გადაწყვეტილებით კვლავ შეიტანა ცვლილება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში და კონკურsის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 16 სექტემბერი.

კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164/10 გადაწყვეტილება შპს “მაგთიკომის” მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის Nბს-905-765(კ-05) განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “მაგთიკომის” სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164/10  გადაწყვეტილება  და კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების გამოცემა 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნება მხოლოდ კონკურის ჩატარების გონივრული ვადა.

კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის N 720/22 გადაწყვეტილებით, აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2005 წლის 22 ნოემბრის 11:30  საათი.

აუქციონი გაიმართა 2005 წლის 22 ნოემბერს კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ”მაგთიკომმა”. აუქციონის პირობების თანახმად, თუ აუქციონში მონაწილეობს ერთი ლიცენზიის მაძიებელი, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

შპს “მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,026,000.00 (მილიონ ოცდაექვსი ათასი) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. რადიოსიხშირული სპექტრით (1745,1 მგჰც - 1760 მგჰც (გადაცემაზე) და 1840,1 მგჰც – 1855 მგჰც (მიღებაზე) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომი“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,026,000.00 (მილიონ ოცდაექვსი ათასი) ლარი;

2.  უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 102,600 (ას ორი ათას ექვსასი) ლარის გადახდა 2005 წლის 22 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 102,600 (ას ორი ათას ექვსასი) ლარის გადახდა 2005 წლის 22 დეკემბრამდე უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

(ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური)

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

(ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური)

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (718,200 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე მუხლში გათვალისწინებული თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „მაგთიკომს“ ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%) არ უბრუნდება;

5. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აუქციონის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                             დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                       დ. პატარაია

                                                                         ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები