საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 75 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 25 ნოემბრის კომისიის N 75 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის N 75 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 საკითხი (შპს “საქართველოს ტელეკომსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ) მ/წლის 2 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
1. წარმოდგენილ კომისიის N 75 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე, მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების, მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის კავშირისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის განცხადებების საჯარო (ზეპირი) მოსმენის წესით განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) შპს “სპეცსერვისი 008”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) ს/ს “თბილავიამშენი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”-სთვის კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ე) ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით “შპს “ლიბო -1”-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის N 75 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. კალანდაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
