წვდომის მენიუ

სს „გლობალ ერთსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 723 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „გლობალ ერთმა“ (N463, 8.11.2005წ.) სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” სადავო საკითხების განხილვის შესახებ.

კომისიამ  2005 წლის 25 ნოემბერს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა სს „გლობალ ერთსა“ და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებული  მოთხოვნები.

            მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:

            სს „გლობალ ერთის“ დირექტორი გ.მაჩიტაძე;

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილე თ.გოთუა.

            მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები. სს „გლობალ ერთის“ მოთხოვნას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ წარმოადგენს:

ა)  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სხვა ოპერატორის დავალიანების გამო საკუთარი აბონენტის ტელეფონის გათიშვის მომსახურებისთვის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა;

ბ) სს „გლობალ ერთსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ანგარიშსწორებისას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტების მიერ სს “გლობალ ერთის” 818007 და 437777 სატელეფონო ნომრებზე საერთაშორისო ზარის შეკვეთის მიცემით განხორციელების შემთხვევაში სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში დასრულებული თითოეულ ზარის ხანგრძლივობის შემცირება 45 წამით.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს სს „გლობალ ერთს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღე 2005 წლის 2 დეკემბერს 1600 საათზე;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ.ქიტოშვილი

კომისიის  წევრები:                                                        დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები