წვდომის მენიუ

სს „გლობალ ერთსა“ და შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 724 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „გლობალ ერთმა“ (N462, 8.11.2005წ.) შპს “ახალ ქსელებთან” და შპს “ახტელთან” სადავო საკითხების განხილვის შესახებ.

კომისიამ  2005 წლის 25 ნოემბერს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა სს „გლობალ ერთსა“ და  შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს” შორის არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებული  მოთხოვნები.

            მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:

            სს „გლობალ ერთის“ დირექტორი გ.მაჩიტაძე;

            შპს „ახალი ქსელების“ და შპს “ახტელის” გენერალური დირექტორი ა.იაშვილი; წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;

            მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები. სს „გლობალ ერთის“ მოთხოვნას შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” მიმართ წარმოადგენს:

ა) შპს “ახალ ქსელების” და შპს “ახტელის” მიერ სხვა ოპერატორის დავალიანების გამო საკუთარი აბონენტის ტელეფონის გათიშვის მომსახურებისთვის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა და  ტელეფონის გათიშვა ორმხრივად;

ბ) სს „გლობალ ერთსა“ და შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს” შორის ანგარიშსწორებისას შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” აბონენტების მიერ სს “გლობალ ერთის” 818007 და 437777 სატელეფონო ნომრებზე საერთაშორისო ზარის შეკვეთის მიცემით განხორციელების შემთხვევაში შპს “ახალი ქსელების” და შპს “ახტელის” ქსელში დასრულებული თითოეული ზარის ხანგრძლივობის შემცირება 45 წამით.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს სს „გლობალ ერთს“ და შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს” შორის დავის განხილვის დღე 2005 წლის 2 დეკემბერს 1600 საათზე;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ.ქიტოშვილი

 

კომისიის  წევრები:                                                                    დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები