წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 73 შპს „აისი+“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 73 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

შპს „აისი+„-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „აისი+”-მა (რეგისტრირებული ქ.წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით, რეგისტრაციის N59/5/ბ-275) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/06-05, 12.01.05) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს  „აისი+”, N 1442 (ვადა 05.01.2015) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას  ქ.ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს და ტყიბულის რაიონებში. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „აისი+„-ს   2.5 - 2.6 გგჰც სიხშირული ზოლი ქ.ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 1442 ლიცენზიის მოქმედების ვადით (05.01.2015);

2.            აღირიცხოს შპს „აისი+„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „აისი+„-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „აისი+„-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები