შპს “თბილისი კარგო სერვისისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\\\\\") აღნიშნავს, რომ შპს “თბილისი კარგო სერვისმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 1996 წლის 13 ნოემბრის N 7ა/4-319 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/342-05, 08.11.05) ქ. თბილისის ტერიტორიაზე ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “თბილისი კარგო სერვისი” ახორციელებს საფოსტო-სატვირთო გადაზიდვებს საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “თბილისი კარგო სერვისს” 405.350 მგჰც და 410.550 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “თბილისი კარგო სერვისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ““თბილისი კარგო სერვისისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
ს. შავგულიძე
კ. ყურაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
