სს “იუნაიტედ ინტერნეიშენალ სერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\\\\\") აღნიშნავს, რომ სს “იუნაიტედ ინტერნეიშენალ სერვისმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2005 წლის 12 სექტემბრის N 06/5/გ-8-9 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/341-05, 08.11.05) ქ. თბილისის ტერიტორიაზე ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს “იუნაიტედ ინტერნეიშენალ სერვისს” 405.100 მგჰც და 410.250 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სს “იუნაიტედ ინტერნეიშენალ სერვისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს “იუნაიტედ ინტერნეიშენალ სერვისისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
