წვდომის მენიუ

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისთვისსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 732 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005

 

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებამ კომისიას მიმართა განცხადებით (N14/182,10.11.05) საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის მოკლეტალღოვან დიაპაზონში ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების თაობაზე.              

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებას, საქართველოს ტერიტორიაზე  კავშირგაბმულობის რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის ფიქსირებული სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.აღირიცხოს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს.შავგულიძე)

 

 

კომისიის  თავმჯდომარე                                                                დ.ქიტოშვილი

 

 

კომისიის   წევრი                                                                           დ.პატარაია

 

 

კომისიის   წევრი                                                                           გ.ფრუიძე

 

 

კომისიის  წევრი                                                                            ზ.ნონიკაშვილი

 

 

 

 

 

 

               

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის        გადაწყვეტილების   ( N732/13, 25.11.05.)

 

                                                                                                              დანართი

 

 

 

 

 

 

               მოკლეტალღოვანი სიხშირეები   (კჰც) 

 

 

 

     1.  ამპლიტუდური ტელეგრაფირების რეჟიმში სამუშაოდ:

 

 

                ა)  6002.0;     6429.0;     6451.0; 

                ბ)  6508.0;     6922.0;     6843.0;

                გ)  6868.0;                     6913.0;

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები