რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის ASTRAKHAN – 1 TBK, ASTRAKHAN – 5 TBK, NOVOMIKHAILOVSKII KRAS – 8 TBK, CHERNYI YAR ASTR – 2 TBK, MIZUR S-O – 25 TBK, LESKEN S-O – 25 TBK, LESKEN S-O – 28 TBK, TSEI S-O – 25 TBK, KANEVSKAYA KRAS – 32 TBK, IZOBILNYI STAVR – 38 TBK, PIATIGORSK STAVR – 8 TBK, და KISLOVODSK STAVR – 12 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/2230; 22.09.05; N UMS-50/2478; 20.10.05; N UMS-50/2475; 20.10.05; N UMS-50/2471; 20.10.05; და N UMS-50/2137; 16.09.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი
