წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 739 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა    რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (N UMS-50/2262; 27.09.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. ფიქსირებული სამსახურის აღნიშნული სადგურები წარმოადგენენ რადიო-სარელეო ხაზის შემადგენელ კვანძებს და ფუნქციონირებენ 18-19 გგჰც სიხშირულ დიაპაზონებში.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებულ სამსახურის სადგურებისთვის.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (N UMS-50/2262; 27.09.05. წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, ჯავახიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

 

 

კომისიის წევრი                                                                       დ. პატარაია

 

            კომისიის წევრი                                                                       გ. ფრუიძე

 

            კომისიის წევრი                                                                       ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები