საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე, მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების, მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის კავშირის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005
“დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის, 107-ე მუხლის პირველი პუნქტის, 108-ე მუხლის, 110-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების, მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის კავშირის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის განცხადებების ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
3. უზრუნველყოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი), კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივმა დამცველმა (პ. ბერია) და კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგია სამსახურმა (გ. რატიშვილი) ცნობის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, აგრეთვე დაინტერესებული მხარეების მოწვევა საჯარო (ზეპირ) მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად;
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, თავისი კომპეტენციისა და მის ხელთ არსებული საშუალებებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში;
5. საჯარო (ზეპირი) მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 9 დეკემბერი, 12 საათი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
