წვდომის მენიუ

ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს “ლიბო-1“-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 745 / 12

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (13.09.2005 წ. N7/315-05) მომართა შპს “ლიბო-1“-მა საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ლიბო-1”-ის  ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ განცხადებაში სრულყოფილად არ არის მითითებული “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული: ა) საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ ბ)  მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; გ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. აგრეთვე ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განცხადებას არ ერთვის: ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

აღნიშნული ხარვეზის შესავსებად კომისიამ წერილით მიმართა შპს “ლიბო-1“-ს  (24.10.2005 წ. N05/1645-05), რომ 10 დღის ვადაში წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია. შპს “ლიბო-1”-ის მიერ აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. განუხილველად დარჩეს შპს “ლიბო-1“-ის განცხადება ლიცენზიის გაცემის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აცნობოს შპს “ლიბო-1“-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

3. შპს “ლიბო-1“-ის განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ. ქიტოშვილი

 

კომისიის წევრები                                                          გ. ფრუიძე

 

                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

 

                                                                                    დ. პატარაია
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები