წვდომის მენიუ

შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენი“-სათვის კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 746 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N409 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში 2005 წლის 23 სექტემბრის N605/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენი“.

კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“  კომისიის 2005 წლის 23 სექტემბრის N605/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენის“ მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის  20% - 2 138. 40  (ორი ათას ასოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 1 069.20 (ერთი ათას  სამოცდაცხრა ლარი და ოცი თეთრი) ლარის გამოკლებით (1 069.20)  კომისიის ანგარიშზე. ამასთან, შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენ”-ის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ განცხადებასთან ერთად გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის 10% - 1 069.20 (ერთი ათას  სამოცდაცხრა ლარი და ოცი თეთრი) კომისიის ანგარიშზე.

   “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე,  38-ე და 43-ე მუხლებისა  და კომისიის 2005 წლის 23 სექტემბრის N605/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

 

 

გადაწყვიტა:

 

1. მიეცეს შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენ“-ს კერძო მაუწყებლობის N B11 ლიცენზია 10 წლის ვადით;

2.  ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

     ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;     

3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

ა) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ბ) ტექნიკური პარამეტრები:

ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;

ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;

ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;

ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 93.8 მგჰც;

ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;

ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;

ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;

4.  შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენი“  ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და  მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

6. შპს “ფაივ ლაინს პროდაქშენი“ ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და სამოქმედო ზონის დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;

7. შპს “ფაივ ლაინს პროდაქშენი“ ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

8.  შპს “ფაივ ლაინს პროდაქშენ“-მა უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

9.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 80% ანუ 8 553.6 (რვა ათას ხუთას ორმოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი)  ლარი გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

 

950.40 ლარი -  2006 წლის 25 დეკემბრამდე;

950.40 ლარი -  2007 წლის 25 დეკემბრამდე;

950.40 ლარი -  2008 წლის 25 დეკემბრამდე;

950.40 ლარი -  2009 წლის 25 დეკემბრამდე;

950.40 ლარი -  2010 წლის 25 დეკემბრამდე;

950.40 ლარი -  2011 წლის 25 დეკემბრამდე;

950.40 ლარი -  2012 წლის 25 დეკემბრამდე;

950.40 ლარი -  2013 წლის 25 დეკემბრამდე;

950.40 ლარი -  2014 წლის 25 დეკემბრამდე;

 

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აცნობოს შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენ“-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

11. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს                 (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ. ქიტოშვილი

 

 

კომისიის წევრები                                                          გ. ფრუიძე

 

 

                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

 

 

                                                                                    დ. პატარაია
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები