საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 76 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 30 ნოემბრის კომისიის N 76 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის N 76 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (შპს “ახალ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის მოსამზადებლად წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ) მ/წლის 5 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამტკიცდეს კომისიის N 76 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. კალანდაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
