შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის მოსამზადებელი სხდომის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ახალმა ქსელებმა“ (N899, 04.11.2005წ.) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ქ.ფოთში შპს “ახალი ქსელების” აბონენტებისთვის 8-იანი კოდის გათიშვასთან დაკავშირებით.
კომისიამ 2005 წლის 30 ნოემბერს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შპს „ახალ ქსელების“ მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანის” მიმართ.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორი ნ.ადეიშვილი; დირექტორის მოადგილე თ.გოთუა.
სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შეგებებული განცხადება.
მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა შპს “ახალი ქსელების” წარმომადგენელი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად დავის განხილვის გადადების საფუძველია.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გადაიდოს შპს „ახალ ქსელებს“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა 2005 წლის 5 დეკემბერს 1600 საათზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
