საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის კომისიის ბიუჯეტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია კომისიის მუშაობის განვლილი პერიოდისა და 2005 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, სადაც ასახულია მიმდინარე ეტაპზე კომისიის ფუნქციონირების სრულყოფისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები.
2006 წლის სავარაუდო ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 5,074,752.00 ლარით.
კომისიის 2006 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილის მუხლებში ისევე, როგორც 2004-2005 წლების კომისიის ბიუჯეტში, კვლავ ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები შრომის ანაზღაურების ხარჯების გარდა. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების თანახმად, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან, აპარატისგან დამოუკიდებლად, ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი ნაწილია, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულია „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 154 მუხლის მოთხოვნები.
2006 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია, ასევე, კომისიის აპარატის შრომის ანაზღაურებაზე გასანაწილებელი თანხა, რომელიც კომისიის აპარატის თანამშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, 2005 წელთან შედარებით გაიზარდა 548,545.00 ლარით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების ხარჯების ჩათვლით).
2005 წელს ფინანსური რეზერვების ფონდიდან კომისიის კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების და პასუხისმგებლობის აღსრულებისათვის აუცილებელ სხვა აღჭურვილობასთან ერთად, გათვალისწინებული იყო ლიცენზიის პირობების დაცვისა და სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკური საშუალებების შეძენა, რომლის დარჩენილი თანხაც ასევე გათვალისწინებულია 2006 წლის ბიუჯეტში, ხოლო ფინანსური რეზერვების ფონდის მოცულობა 2005 წლის 30 სექტემბრისათვის შეადგენს 1,500,000.00 ლარს, საიდანაც სიხშირული სპექტრის მონიტორინგისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების შესაძენი დარჩენილი ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 623,340.00 ლარი, ხოლო სხვა ძირითადი საშუალებების შესაძენად 876,660.00 ლარი.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ნორმალური და შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიამ შეიმუშავა 2006 წლის კომისიის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ასახულია კომისიის შემდგომი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია 2006 წლის კომისიის ბიუჯეტის პროექტის შესახებ;
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის ბიუჯეტი.
|
შემოსავლები |
|
|
წლიური შემოსავალი |
3,700,000.00 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
1,500,000.00 |
|
სულ შემოსავალები |
5,200,000.00 |
|
|
|
|
ხარჯები |
|
|
ძირითადი საშუალებების შეძენა |
1,300,000.00 |
|
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
50,000.00 |
|
კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი |
120,000.00 |
|
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
70,000.00 |
|
მივლინების ხარჯები |
100,000.00 |
|
საბანკო მომსახურების ხარჯები |
10,000.00 |
|
კონფერენც. ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფ. ამაღლების, ექსპ. მომსახურებისა და სხვა ხარჯები |
80,000.00 |
|
სხვადასხვა საწევრო გადასახადები |
20,000.00 |
|
სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
50,000.00 |
|
სხვა საერთო ხარჯი |
100,000.00 |
|
წარმომადგენლობითი ხარჯები |
10,000.00 |
|
მიმდინარე რემონტის ხარჯები |
60,000.00 |
|
შრომის ანაზღაურება |
2,553,960.00 |
|
სახ.ბიუჯეტის ანარიცხები |
510,792.00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები |
40,000.00 |
|
|
|
|
სულ ხარჯები |
5,074,752.00 |
|
|
|
|
ფონდებზე გასანაწილებელი თანხა |
125,248.00 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
62,624.00 |
|
პრემირების ფონდი |
62,624.00 |
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N 1-ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს ( ი. აბულაძე ).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
