წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 750 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2005

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005

 

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 2 დეკემბრის კომისიის N 77 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს კომისიის N 77 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხი (შპს “საქართველოს ტელეკომსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის მოსამზადებლად წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ) მ/წლის 5 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. გადადებულ იქნეს კომისიის N 77 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-5 საკითხი (“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მიღების შესახებ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საექსპერტო დასკვნის წარმოდგენამდე;

3. წარმოდგენილ კომისიის N 77 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა)  შპს “ვეზირი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) „ელექტრონული კომნიკაციების  (სატელეფონო მომსახურების) სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

დ) ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).

4.  დამტკიცდეს კომისიის N 77  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას                (ნ. კალანდაძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                                          დ. პატარაია

                                                                                                      გ. ფრუიძე

                                                                                                      ზ. ნონიკაშვილი   

 

 

                                   

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები