შპს “ბი-ეს-ეი – ბიზნეს უსაფრთხოების სააგენტოსათვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 753 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2005

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005

                                                                                   

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “ბი-ეს-ეი – ბიზნეს უსაფრთხოების სააგენტომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საქალაქო   სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2005 წლის 30 ივნისის N 06/5/ბ-397 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 03; 16.11.05) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.  შპს “ბი-ეს-ეი – ბიზნეს უსაფრთხოების სააგენტო”  ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პირადი ქონებრივი საკუთრების დაცვის ორგანიზებას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს “ბი-ეს-ეი – ბიზნეს უსაფრთხოების სააგენტოს” 442.725 და 447.775 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ბი-ეს-ეი – ბიზნეს უსაფრთხოების სააგენტოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ბი-ეს-ეი – ბიზნეს უსაფრთხოების სააგენტოსთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                   დ. პატარაია

                                                                                                გ. ფრუიძე

                                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები