წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 76 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ

ნომერი: 76 / 21

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის  ბიუჯეტის მუხლების შესრულების

                                                   შესახებ

      

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის წლიურმა დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის, უნივერსალური მომსახურების ანგარიშისა და სალიცენზიო გადასახდელების ჩათვლით ნაცვლად 2004 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 4,323,727.76 ლარისა, შეადგინა 5,524,410.74 ლარი (ანგარიში თან ერთვის), რაც 1,200,682.98 ლარით ანუ 27.77% მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. დარიცხული შემოსავლების ზრდის ძირითადი მიზეზია ლიცენზირებული ოპერატორების მიერ 2003 წლის „რეგულირების საფასური„-ს გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2003 წლის გარკვეული შემოსავლების დამატება 2004 წლის წლიურ შემოსავლებზე.

       მიუხედავად 2004 წლის შემოსავლების ზრდისა, გეგმიურთან შედარებით 613,898.52 ლარით ანუ 15,02%-ით ნაკლებია კომისიის 2004 წლის მთელი წლის ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 4,088,455.00 ლარის ნაცვლად შეადგინა  3,474,556.48 ლარი.

       მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის საერთო ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები, მაგრამ კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუქტის თანახმად, ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია და დამატებითი შემოსავლები, მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა სხვა მუხლების დასაფინანსებლად. კერძოდ:

    ა) საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების  წლიურმა დანახარჯებმა 40,155.60 ლარი ანუ დაგეგმილზე 10,422.80 (34.74%-ით) ლარით მეტი შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა აღნიშნული მუხლების ხარჯის მატებამ. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 15,014.50 ლარი, საფოსტო ხარჯებმა - 1,398.96 ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა - 17,003.75 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის  ხარჯებმა - 9,305.59 ლარი;

    ბ) მივლინების ხარჯები გეგმით გათვალისწინებულთან შედარებით გაზრდილია 35,308.05 ლარით ანუ 58,85%-ით აღემატება წლიურ მაჩვენებელს, რაც გამოწვეულია კომისიისათვის აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების ფაქტიური დანახარჯებით;  

     გ) 144,285.04 ლარით არის გაზრდილი სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც შეადგინა 174,285.00 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია კომისიის მიერ სარეკლამო სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელების ღირებულებამ, რამაც 2004 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგინა 75,675.47 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებმა - 19,000.00 ლარი, კონდინციონერების გადატანის, მონტაჟისა და რემონტის ფაქტიურმა ხარჯებმა – 43,016.00 ლარი, ხოლო 2004 წლის გეგმით გაუთვალისწინებელმა ელექტრომაგნიტურ თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის მომსახურების ხარჯებმა  - 9,794.14 ლარი შეადგინა;

          ამავე დროს, 2004 წლის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში წლიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია. კერძოდ:

    ა) კომისიის ახალი ოფისის კაპიტალურ რეკონსტრუქცია-რემონტზე გაწეულმა დანახარჯებმა  200,903.44 ლარი ანუ 2004 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულზე 49,096.56 (19,64%) ლარით ნაკლები შეადგინა, რაც გამოწვეულია მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დაგვიანებით დაწყებით, ხოლო ფაქტიური შესრულების  კუთხით დარჩენილი სამშენებლო-სარემონტო  სამუშაოები აისახება 2005 წლის  ბიუჯეტის მუხლებში; 

    ბ) ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 360,040.17 ლარი ანუ შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 639,959.83 ლარით (64.00%-ით) ნაკლები შეადგინა, რაც ძირითადად, სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენი თანხის აუთვისებლობამ განაპირობა;

    გ) შრომის ანაზღაურების ფაქტიურმა წლიურმა ხარჯებმა შეადგინა 1,642,385.24  ლარი  ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 33,114.76 ლარით ნაკლები;

     დ) კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯები წლიური ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგენს 18,677.49 ლარს ანუ 31,322.51 ლარით (62,44%-ით) ნაკლებია ბიუჯეტით დამტკიცებულზე;

     ე) ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 205,550.00 ლარისა, შეადგინა 191,018.96 ლარი, 7,07%-ით ანუ 14,531.04 ლარით ნაკლები.  მცირე გადახრა (1,169.31 ლარი), რომელიც ასახულია კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის შესრულების  მუხლში (დანართი 9) გამოწვეულია აღნიშნული სამსახურის  წლიურ ბიუჯეტში საპრემიო ფონდის შესაბამისი მუხლის არ არსებობით, რომლის ხარჯმაც წლის ბოლოს შეადგინა 15,700.35 ლარი.

     ვ) ფაქტიური დანახარჯებით ეკონომიაა მიღებული აგრეთვე კომისიის  2004  წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ  ისეთ  მუხლებში, როგორიცაა  კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა  და წყლის ხარჯი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლს დაემატა ბუნებრივი აირის ხარჯიც,  აგრეთვე ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები მუხლები.

      კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2001 წლიდან დღემდე ჩარიცხული თანხების რაოდენობამ შეადგინა 840,587.55 ლარი, ხოლო მხოლოდ 2004 წელს ჩარიცხული იქნა 433,024.72 ლარი.

მ/წლის 31 დეკემბრის  მდგომარეობით (დანართი 5) ლიცენზიის მფლობელი 15 კომპანიის მხრიდან სალიცენზიო გადასახდელების დავალიანება შეადგენს 217,768.24 ლარს (შპს „გვირგვინი„-1,782.41 ლარი, შპს „მეგაკომი„ – 71,646.00 ლარი, შპს „აისი მე-20 არხი„ – 2,875.32 ლარი, შპს ‘სამეგრელო„ – 2,387.00 ლარი, შპს „თვალი„ – 2,995.06 ლარი, შპს „ავაზა„ – 315.00 ლარი, შპს „რუსთავი 2„ – 105,272.00 ლარი, შპს „იმერეთი 2000„ – 3,595.00 ლარი, შპს „ევროპა პლუს თბილისი„ – 831.60 ლარი, შპს „ობიექტივი„ – 4,107.60 ლარი,  შპს ‘რუსთავი 2„ – 17,427.96 ლარი,შპს „თანამგზავრი„ – 779.00 ლარი, შპს „ახმეტა ტვ„ – 308.06 ლარი, შპს „რიონი„ - 3,436.45 ლარი, შპს „ქუთაისი„ – 1,198.05 ლარი). აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერების ან/და გაუქმების თაობაზე კომისიამ აწარმოა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება,  რის საფუძველზეც შეჩერებულია შპს „სამეგრელო„-ს ლიცენზიის მოქმედების ვადა – გადაწყვეტილება N358, 23.07.04, ხოლო ლიცენზიები გაუუქმდათ: შპს „გვირგვინს„, შპს „აისი-20 არხს„, შპს „ავაზას„,  შპს „იმერეთი 2000„-ს და  შპს „მეგაკომს„ გადაწყვეტილება N374, 30.07.04.  

კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად „ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია თავისი ნორმატიული აქტით„. „რეგულირების ყოველწლიური საფასაურისა და გადახდის წესის შესახებ„ კომისიის დებულების მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები „ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგრიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე„. აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობისა და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობებისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესის შეუსრულებლობა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპაანიის მხრიდან ჯერ კიდევ ადგილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დიდ დაგვიანებით წარმოდგენის ფაქტებს, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას. როგორც კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა , მ/წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ლიცენზიის მფლობელ 6 კომპანიას (შპს „ქართლი„, შპს „მო-ბო„, შპს „23 მაისი„, შპს „სუპერპეიჯი„, შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯია„, შპს „მირ„) ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში შემოსავლები არ ჰქონია ანუ პრაქტიკული საქმიანობა არ უწარმოებია. ლიცენზიის მფლობელ 35 კომპანიას (შპს „ნოსტალგია„, შპს „საქ. სატრ. ხაზები„, შპს „საქ. რკინიგზის ტელეკომი„, შპს „იმპერია„, შპს „ეკვანტ ჯორჯია„, ი/ს „ივანე ხეიძე„, შპს „თანამგზავრი„, შპს „ტრანსჯორჯია„, შპს „ომეგა„, შპს ტელერადიოკომპანია „მთაწმინდა„, შპს „ჯორჯექსი„, შპს „რადიო 105„, შპს „ტრანსკომი„, შპს „დუშეთის ტელევიზია„, შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია„, შპს „გურჯაანი„, შპს „ოდიში„, შპს „ქუთაისი„, შპს „ობიექტივი„, შპს „საქ. ცენტრ. კავშირგ. კორპორ.„, ი/ს „სატელიტ სერვისი„, შპს „მადი„, შპს „ერა„, შპს „ახმეტა ტვ„, შპს „ჯეშე-ნეტი„, ი/მ „შლვა ოქრუაშვილი„, შპს „ბორჯომი„, შპს „ფოთის მოყვ. კლუბი„, შპს „რადიოცენტრი პლუსი„, შპს „ათინათი„, შპს „ოკრიბა„, შპს „იმერვიზია„, შპს „საქართველოს ფოსტა„,  შპს „თვალი„ და შპს „საქ. ექსპრეს ფოსტა„),   ხოლო ერთ კომპანიას (შპს „დელფი„) საერთოდ არც ერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშება.

ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ მ/წლის 31.12.04. გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 4,837,671.73 ლარი, ხოლო დავალიანებამ მ/წლის 31 დეკემბრისთვის – 1,172,579.00 ლარი (დანართი 7), რომელიც ირიცხებოდა 90 ლიცენზიის მფლობელ კომპანიაზე, რომელთაგანაც უმეტესი თანხა - 1,160,898.49 ლარი (99%) ლიცენზიის 22 მფლობელზე ნაწილდება (სს „ეგრისი„-75,248.22 ლარი, შპს „საქალაქთ. სატელეფონო კავშ. ცენტრი„-1,180.28 ლარი, სს „საქართველოს ელექტროკავშირი„-593,577.00 ლარი, შპს „მზე„ – 3,408.60 ლარი, შპს „ვანექსი„ – 5,443.42 ლარი, შპს „CDN” – 1,791.54 ლარი, შპს „მეგაკომი„ – 7,045.19 ლარი, შპს „საქტელკომ პლიუსი„ – 7,317.71 ლარი, შპს „ახალი ქსელები„ ქუთაისი-11,075.58 ლარი, შპს „ჯეოსელი„ – 110,068.86 ლარი, შპს „ახტელი„ – 7,187.50 ლარი , შპს „აიეტი ტვ„ – 5,090.27 ლარი,  შპს „ჯორჯია ონლაინი„-76,202.63 ლარი, შპს „გუდვილკომი„ – 1,220.65 ლარი, შპს „ტელენეტი„ – 4,239.82 ლარი, შპს „მაგთი„ - 169,228.37 ლარი, შპს „მერიდიან ექსპრესი„ 4,921.83 ლარი, შპს „სანეტი„ – 2,044.69 ლარი, შპს „საქართველოს ფოსტა„ - 5,857.00 ლარი, შპს „საქართველოს ტელეკომი„-58,595.57 ლარი, შპს „ტექნო-მედია„ – 2,142.10 ლარი, შპს „რუსთავი 2„ – 8,011.66 ლარი.

     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

     გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2004 წლის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:

ა) დარიცხული შემოსავლები-------------------------5,524,410.74 ლარი;

ბ) საოპერაციო ხარჯები-------------------------------3,114,516.31 ლარი;

გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები--- 360,040.17 ლარი;

დ) პრემირების ფონდი---------------------------------- 740,904.68 ლარი;

ე) ფინანსური რეზერვის ფონდი--------------------1,026,509.57 ლარი.

3. დამტკიცდეს 2004 წლის ბოლოსთვის კომისიის შემოსავლების ხარჯებზე გადამეტება 1,766,363.81 ლარის ოდენობით;

4. დაევალოთ კომისიის აპარატის მონიტორინგის, მაუწყებლობის მონიტორინგის და ფინანსურ სამსახურებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;

5. კომისიის აპარატის შესაბამისმა სამსახურებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N1 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ„ ნორმატიული აქტის შესრულებას;

6. დაევალოთ კომისიის აპარატის შესაბამის სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზირი N 7-ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საფინანსო სამსახურს (ი. აბულაძე).

 კომისიის თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები