შპს “ვეზირისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 762 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2005

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ვეზირმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის N 5/4-1026 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/344-05, 10.11.05) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს “ვეზირს” 415.325 მგჰც და 425.325 მგჰც სიხშირეები  ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ვეზირისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ვეზირისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                   დ. პატარაია

                                                                                                გ. ფრუიძე

                                                                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები