შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 767 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან”  დავის  განხილვის შესახებ.

კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები მათ შორის არსებული დავის შესახებ 2005 წლის 9 დეკემბერს.

            კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დ.თუთბერიძე.

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნას შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” მიმართ წარმოადგენს:

            სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის 2004 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების, რომელიც ითვალისწინებს 100 სატელეფონო ნომრის გამოყოფას, გაუქმება და კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა.

            კომისიის სხდომაზე მხარეებმა მოითხოვეს დრო მოლაპარეკებისათვის და შესაბამისად, დავის განხილვის გადადება.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღე 2005 წლის 23 დეკემბერს 1600 საათზე;

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  წევრები:                                           

 დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები