წვდომის მენიუ

შპს „მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 769 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „მიკრომედია XXI”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის N 06/4-1737 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული N 7/353,24.11.05), 2004 წლის 17 დეკემბერს კომისიის N695 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების  ვადის გასვლასთან დაკავშირებით, სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

   შპს  „მიკრომედია XXI”, N1438 (მოქმედების ვადა 10.12.2014) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მრავალარხიანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი) გამოყენებით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, მცხეთა, კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ქუთაისი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ჭიათურა, საჩხერე, ონი, ამბროლაური, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ყვარელი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, თიანეთი, წალკა, ცხინვალი, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს „მიკრომედია XXI”-ს  12.317-12.903 გგჰც სიხშირული დიაპაზონი შემდეგ ქალაქებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი და 10.715-11.303 გგჰც სიხშირული დიაპაზონი ქალაქებში  თბილისი, მცხეთა,  ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ქუთაისი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ჭიათურა, საჩხერე, ონი, ამბროლაური, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, თიანეთი, წალკა, ცხინვალი, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი,  შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით  ერთი წლის  ვადით;

2. აღირიცხოს შპს „მიკრომედია XXI”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;     

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობისშემსრულებელი                                               გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                         ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები