გადაწყვეტილება N 77 სს “საქართველოს ელექტროკავშირი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციეის ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N14-1-3 13.01.2005 წ.) ნახევრად ავტომატური და ხელით მომსახურების სისტემის საშუალებით საქალქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსის 07„ გამოყოფის შესახებ.
სს საქართველოს ელექტროკავშირი„ ფლობს N846 და N849 ლიცენზიებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით. N849 ლიცენზიის დანართით სს საქართველოს ელექტროკავშირს„ გამოეყო საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სადგურისათვის შეღწევადობის კოდი 8-16.
კომისიას შესაძლებლად მიაჩნია სს საქართველოს ელექტროკავშირს„ მიეცეს ნუმერაციის რესურსის „07” (ნული შვიდი) გამოყენების უფლება საქართველოში განსახორციელებელი ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-20 მუხლის თ„ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა სს „საქართველოს ელექტროკავშირს” ნახევრად ავტომატური და ხელით მომსახურების სისტემის საშუალებით საქალქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურების განსახორციელებლად გამოიყენოს ნუმერაციის რესურსი 07 (ნული-შვიდი);
2. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, სს „საქართველოს ელექტროკავშირი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
