წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 80 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 774 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 16 დეკემბრის კომისიის N 80 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს კომისიის N 80 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხი (შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ) მ/წლის 23 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2.წარმოდგენილ კომისიის N 80 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  6 (ექვსი) საკითხი:

ა) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს “რადიო საქართველო”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა);

დ) შპს “მაგთიკომი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ე) შპს “აიეტის” N1273 ლიცენზიის მოდიფიცირების და  შპს “აიეტსა” და შპს „ქვანტუმ გრუფს“ შორის ლიცე  გადაპირების შესახებ შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ვ) შპს “მეგაკომის” N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  შპს “მეგაკომსა” და შპს “მობიტელს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ შესახებ (მომხს. ე. ასანიძე).

3.დამტკიცდეს კომისიის N 80  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. კალანდაძე).

            კომისიის წევრი                                                                  დ. პატარაია                                                                                 

            კომისიის წევრი                                                                 გ. ფრუიძე        

           კომისიის წევრი                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები