წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 78 ი/მ “კონსტანტინე ასათიანისათვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 78 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

         ი/მ  „კონსტანტინე ასათიანისათვის” სიხშირეების მინიების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ი/მ „კონსტანტინე ასათიანმა„   (რეგისტრირებული საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2004 წლის 29 დეკემბერს (საიდენტიფიკაციო ნომერი 105048804), კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/08-05,12.01.05) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. ი/მ „კონსტანტინე ასათიანი„    N1452 (ვადა 28.01.2015) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს მაუწყებლობის ტრანზიტს საკაბელო ქსელის გამოყენებით. მაუწყებლობის ტრანზიტი ხორციელდება მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემის (MMDS)  მეშვეობით, ქ. თბილისში. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

 „მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                                                               მიენიჭოს ი/მ „კონსტანტინე ასათიანს„    2,2-2,4 გგჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში მეორადი გამოყენების უფლებით, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 1452 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 28.01.2015);

2.                                                               აღირიცხოს  ი/მ „კონსტანტინე ასათიანისთვის„     მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.                                                               უზრუნველყოს ი/მ „კონსტანტინე ასათიანმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.                                                                კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ „კონსტანტინე ასათიანისთვის„     სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.                                                                გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.                                                                კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                        დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები