წვდომის მენიუ

“ავტორიზირებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ დებულების”მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 783 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005

 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

                         გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  “ავტორიზირებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ დებულების” მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. “ავტორიზირებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ დებულების” მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 13 იანვარს, ხოლო დებულება მიღებულ იქნას 2006 წლის 27 იანვარს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. # 1 ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები