შპს “რადიო საქართველოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005
კომისია ითვალისწინებს მთაწმინდის რადიოსატელევიზიო ანძაზე რთულ ელექტრომაგნიტურ გარემოს არსებობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნულ გარემოში, შპს “რადიო საქართველოს” რადისარელეო სადგურის ელექტრომაგნიტური ადაპტაციის მიზნით, განისაზღვროს ადაპტაციის პერიოდი.
სიხშირეები განსაზღვრულია რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის I პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “რადიო საქართველოს” 13228.75 მგჰც სიხშირე გატარების ზოლით ±14 მგჰც ქ. თბილისში რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (მარშალ გელოვანის 2) – მთაწმინდის ანძამდე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. განისაზღვროს მთაწმინდის ანძაზე შპს “რადიო საქართველოს” 13228.75 მგჰც სიხშირეზე ამოქმედებული რადიოსარელეო სადგურის ადაპტაციის პერიოდი სამი თვის ვადით;
3. ჩატარდეს ადაპტაციის პერიოდში რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაო შესაძლო ხელშეშლების გამოვლენის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები;
4. აღირიცხოს შპს “რადიო საქართველოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
5. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “რადიო საქართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
