საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსის ი. ხარებავას ინფორმაცია კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ;
2. დამტკიცდეს კომისიის საშტატო განრიგი თანდართული სახით (დანართი 1);
3. კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) წარმოდგენილი საშტატო განრიგის გათვალისწინებით მოახდინოს ხელფასების გადაანგარიშება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
