შპს „მაგთიკომი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 22 ნოემბრის N 721/10 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით (1745,1 მგჰც - 1760 მგჰც (გადაცემაზე) და 1840,1 მგჰც – 1855 მგჰც (მიღებაზე) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მაგთიკომი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია N721/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის მიხედვით შპს „მაგთიკომის“ მიერ 2005 წლის 9 დეკემბერს გადახდილია:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 102,600 (ას ორი ათას ექვსასი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 102,600 (ას ორი ათას ექვსასი) ლარი უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე.
ამასთან, შპს “მაგთიკომი”-ს მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ განცხადებასთან ერთად გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის 10% - 102,600 (ას ორი ათას ექვსასი) ლარი კომისიის ანგარიშზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F 4 ლიცენზია შპს “მაგთიკომს” მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 1745,1 მგჰც - 1760 მგჰც (გადაცემაზე) და 1840,1 მგჰც – 1855 მგჰც (მიღებაზე) სიხშირულ დიაპაზონში 10 წლის ვადით ;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 718,200.00 (შვიდას თვრამეტი ათას ორასი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 718,200.00 (შვიდას თვრამეტი ათას ორასი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
59 850 ლარი - 2006 წლის 16 იანვრამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 თებერვლამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 მარტამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 აპრილამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 მაისამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 ივნისამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 ივლისამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 აგვისტომდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 სექტემბრამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 ოქტომბრამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 ნოემბრამდე;
59 850 ლარი - 2006 წლის 16 დეკემბრამდე;
4. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების (საკომუტაციო სადგური) IIF პორტებითა და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
