წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 20 დეკემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების შესახებ

ნომერი: 791 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს 12.00 საათზე დანიშნული კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების მიზნით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა ჩატარდეს 2005 წლის 23 დეკემბერს 12.00 საათზე შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ;

ბ) მომსახურების ბაზრის სეგმენტის -  ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ;

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

 

 

 

კომისიია თავმჯდომარე:                                                დ.ქიტოშვილი

 

კომისიის წევრები:                                                         გ.ფრუიძე

 

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები