სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის დავის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო დავის საქმის წარმოება შპს „საქართველოს ტელეკომთან“.
2005 წლის 23 დეკემბერს კომისიის სხდომას ესწრებოდა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა, რომელმაც აღნიშნა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მათ შორის არსებულ სადავო საკითხზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია მორიგების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებას შპს “საქართველოს ტელეკომის” მიერ გაწეული ტრანზიტული მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს „საქართველოს ტელეკომს“ შორის მორიგების ხელშეკრულების გაფორმება;
2. შეწყდეს სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს „საქართველოს ტელეკომს შორის არსებული დავის საქმის წარმოება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
