შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს “ახალმა ქსელებმა” და სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მათ შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის მოთხოვნით.
კომისიამ 2005 წლის 23 დეკემბერს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შპს „ახალ ქსელების“ და სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნები.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.
კომისიის სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები:
1. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქუთაისის ფილიალის მიერ დაზიანებული ტელეფონების აღუდგენლობის და მაგისტრალური კაბელების გადაჭრის საკითხი (საფუძველი: შპს “ახალი ქსელების” გაცხადებები);
2. ქ.ფოთში შპს “ახალი ქსელებისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენების აკრძალვის და ქსელის თავისუფალ ელემენტებთან დაშვების ვალდებულების დაკისრების შესახებ (საფუძველი: სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება);
3. შპს “ახალი ქსელებისთვის” ქ.თბილისში ნუცუბიძის პლატოზე თავისუფალი სახაზო-საკაბელო წყვილების სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” გადაცემის ვალდებულების დაკისრება (საფუძველი: სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება);
4. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში “6”-იანების ზონაში ტელეფონების გათიშვის შესახებ (საფუძველი: შპს “ახალი ქსელების” გაცხადება;
შპს “ახალი ქსელების” წარმომადგენელმა ზემოჩამოთვლილი სადავო საკითხებიდან მეორე საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა კომისიის 2003 წლის 30 მაისის N246 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც სს “საქართველოს ელექტროკავშირს” მიენიჭა ქ.ფოთში ნუმერაციის რესურსით - 2 და 7 სასადგურო ინდექსით სარგებლობის უფლება. შპს “ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ 2-იანი სასადგურო ინდექსით იგი სარგებლობდა 1997-1998 წლებიდან და კომისია არ იყო უფლებამოსილი იგი სხვა კომპანიისთვის მიეცა.
შპს “ახალი ქსელების” წარმომადგენელმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა კომისიის მიმართ, კერძოდ, კომისიის მიერ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ამავე კანონის მე-2 მუხლის “ბ” და “ტ” ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “დ”, “თ” ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღე 2006 წლის 10 იანვარს 1600 საათზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები:
დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
