წვდომის მენიუ

შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის დაჯარიმების შესახებ

ნომერი: 796 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2005

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

       კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 8 ნოემბრის № 5/36 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მუშაკების მიერ განხორციელდა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის მონიტორინგი. ამავე ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება ქ. ყვარელში და დადგინდა, რომ შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”, რომელიც ფლობს №1398 ლიცენზიას (საკაბალო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხების: “нтв + Футбол”, “НТВ”,ОРТ”, “НТВ Премиера”, “Муз ТВ”, “Animal Planet”, “რუსთავი 2”, “იმედი”, “აჭარა”,  “нтв + спорт”, “нтв + киноклуб”, “нтв + кинохит”, ”РТР планета”, “НСТ”, “РТР спорт планета”, “Eurosport”, “Euronews”, “Ren Tv”, “IMC” -ის რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. შპს “სამაუწყებლო კომპანია კახეთი 1”-ს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    აღნიშნულის თაობაზე 2005 წლის 15 ნოემბერს 16:45 სთ-ზე შედგა შემოწმების აქტი № 1 კომპანიის აბონენტთან, ხოლო  მეორე შემოწმების აქტი მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ იქნა 2005 წლის 15 ნოემბერს კომპანიის მუშაკის (ხარებაშვილი

ზურაბი) თანდასწრებით, რომელსაც აღნიშნული პიროვნება დაეთანხმა მონიტორინგის ჯგუფის შემოწმების აქტს და ხელი მოაწერა.

       საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”- სათვის ჯარიმის დადების  შესახებ.

      კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) შემოწმების აქტის საფუძველზე, აგრეთვე მის მიერ ჩატარებული დამატებითი გამოკვლევის შედეგად, დაადასტურა შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ის მიერ შეუსრულებელია კომისიის 2005 წლის 1 ივლისის № 451/22 გადაწყვეტილება და   “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქარველოს კანონის 58-ე  მუხლის მოთხოვნები, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით ჯარიმის დაკისრებას იმის გათვალისწინებით, რომ შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1” კომისიის 2005 წლის 1 ივლისის № 451/22 გადაწყვეტილებით გაფრთხილებული იყო, რათა უზრუნველეყო თავის საკაბელო ქსელში არამართლზომიერად არხების ტრანსლიერების შეწყვეტა.

      კომისიამ დასაბუთებულად მიიჩნია შპს “სამაუწყებლო კომპანია კახეთი 1”-ის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საავტორო და მომიჯნავე უფლეებების შესხებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი.     

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 72-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1. შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-ს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად დაეკისროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შპს “ტელევიზია კახეთმა” არხების: “нтв + Футбол”, “НТВ”,ОРТ”, “НТВ Премиера”, “Муз ТВ”, “Animal Planet”, “რუსთავი 2”, “იმედი”, “აჭარა”,  “нтв + спорт”, “нтв + киноклуб”, “нтв + кинохит”, ”РТР планета”, “НСТ”, “РТР спорт планета”, “Eurosport”, “Euronews”, “Ren Tv”, “IMC”-ის არამართლზომიერი ტრანსლირება.

3. შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1” მიერ ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ან დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით;

4. უზრუნველყოს შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1”-მა ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ჯარიმის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო რეკვიზიტზე: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ქ. ყვარელი), ა/ა 200122900,  საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი № 220101107, საბიუჯეტო სახაზინო კოდი 300563179 და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს კომისიაში 15  დღის განმავლობაში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე).

კომისიის წევრები:                                                               დ. პატარაია

                                                                                               გ. ფრუიძე                                                                                           

                                                                                              ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები