წვდომის მენიუ

შპს “ოპტიმუმისთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 797 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ოპტიმუმმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრისს N 5/4-4446 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 65-2/1, 30.11.05) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს “ოპტიმუმს” 410.425 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ოპტიმუმისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ოპტიმუმისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის წევრები:                                                                   დ. პატარაია

                                                                                                გ. ფრუიძე

                                                                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები