წვდომის მენიუ

საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვისსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 798 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2005

                            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს რომ,  საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N8-06/2275,07.12.05) რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის კომისიის გადაწყვეტილებით (N475/7, 26.06.03) ნებადართული სიხშირეების უვადოდ მინიჭების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე რუსეთის ფედერაციის საელჩომ  ნოტით (N 217, 2411.05) მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამასთან ერთად ნოტაში აღნიშნულია რომ, მოთხოვნილი სიხშირეები გამოიყენება  საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის რადიოკავშირისთვის.  

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს, ქ.თბილისში, კავშირგაბმულობის რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის  ფიქსირებული სიხშირეები მოკლეტალღოვან (HF) დიაპაზონში ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში ( ა. დაბრუნდაშვილი);

3.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს.შავგულიძე)

კომისიის   წევრი                                                                           დ.პატარაია

კომისიის   წევრი                                                                           გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                                            ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები