რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2005
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის GUSARA OSET – 8 TBK, CHMI S-O – 2 TBK, URIKAU S-O – 7 TBK, SERNOVODSK CHECH – 10 TBK, TSEI S-O – 8 TBK, YALHOI MOKKH CHECH – 8 TBK, KHASAVIURT DAG – 36 TBK, FASNAL S-O – 6 TBK, SAMASHKI CHECH – 11 TBK, MAKHKETY CHECH – 11 TBK, KOBAN S-O – 9 TBK, AGVALI DAG – 38 TBK, LARS S-O – 7 TBK, ZADALESK S-O – 6 TBK, ZINTSAR S-O – 7 TBK, LARS S-O – 9 TBK, DALLAGKAU S-O – 6 TBK, MAKHCHESK S-O – 10 TBK, GORNYI KARTSA S-O – 7 TBK, GORNYI KARTSA S-O – 11 TBK, ZINTSAR S-O – 9 TBK, ARKHON S-O – 11 TBK, KOBAN S-O – 11 TBK, AZOVSKAYA KRAS – 23 TBK, BIRAGZANG S-O – 10 TBK, TAMISK S-O – 11 TBK, MIZUR S-O – 8 TBK, NAR S-O – 10 TBK, TIB S-O – 7 TBK, NAR S-O – 8 TBK და MAKHCHESK S-O – 12 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/2586; 31.10.05; N UMS-50/2639; 31.10.05; N UMS-50/2661; 31.10.05; N UMS-50/279; 31.10.05 და N UMS-50/2739; 10.11.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
