წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 8 შპს „ფოთი ტრანს ენერჯისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 8 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2005

მიღების თარიღი იანვარი 05, 2005

შპს „ფოთი ტრანს ენერჯისთვის„ სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ფოთი ტრანს ენერჯიმ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული  სასამართლოს 2001  წლის 24 სექტემბრის N 2/4-2938 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/464-04, 15.12.04) ქ. ფოთის  ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „ფოთი ტრანს ენერჯის„ 153.250 მგჰც და 158.750 მგჰც სიხშირეები ქ. ფოთში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „ფოთი ტრანს ენერჯისთვის„  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს შპს „ფოთი ტრანს ენერჯიმ„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ფოთი ტრანს ენერჯისთვის„   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები