წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 800 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილებიი (N 11.3-09/10697, 28.10.05. და N 11.3-09/10988, 03.11.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის SIMFEROPOL – 1584 KHz,  KERCH – 1584 KHz, PARKOVE – 1584 KHz და BERDIANSK – 100.4 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

                “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის  SIMFEROPOL – 1584 KHz,  KERCH – 1584 KHz, PARKOVE – 1584 KHz და BERDIANSK – 100.4 MHz  მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილების (N 11.3-09/10697, 28.10.05. და N 11.3-09/10988, 03.11.05.)  დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის წევრი                                                                დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები