მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ

ნომერი: 809 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 13 ოქტომბრის N649/22 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ.

კომისიამ მომსახურების ბაზრის კვლევა და ანალიზი ჩაატარა  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8  პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ბაზრის სეგმენტი განისაზღვრა ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით, სადაც ამ დროისათვის ადგილობრივ ზონაში მომხმარებლებისათვის ადგილობრივ სატელეფონო მომსახურებას ეწევა ერთზე მეტი ოპერატორი და გამოყოფილია კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომსახურების ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებს ადგენს კომისია. კომისიამ მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევის და ანალიზისთვის დაადგინა შემდეგი მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები: ქ.თბილისი, ქ.ქუთაისი, ქ.რუსთავი, ქ.ზუგდიდი, ქ.ფოთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და დანარჩენი საქართველო (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე ქ.ცხინვალის და ჯავის რ-ნის გამოკლებით), რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართვლოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და კანონოთ განსაზღვრული სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.

ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ფარდობითი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით კომისიამ იხელმძღვანელა ავტორიზებული პირების (ლიცენზიის მფლობელების) აბონენტების რაოდენობით.

მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით აბონენტების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

 

 

 

 

თბილისი

 

 

 

 

კომპანიის დასახელება

აბონენტების რაოდენობა 2004 წლის ბოლოს

ხვედრითი წილი (პროცენტებში)

 

 

 

1

გაერთიანებული ტელეკომი

212,582

65.93

 

 

 

2

ახალი ქსელები

53,822

16.69

 

 

 

3

ახტელი

43,325

13.44

 

 

 

4

სელკომი

2,361

0.73

 

 

 

5

ჯორჯია ონლაინი

1,821

0.56

 

 

 

6

რკინიგზის ტელეკომი

5,752

1.78

 

 

 

7

საქართველოს ტელეკომი

714

0.22

 

 

 

8

ულტრაკომუნიკაციები

474

0.15

 

 

 

9

ტექნომედია

390

0.12

 

 

 

10

ვანექსი

417

0.13

 

 

 

11

იბერიატელი

609

0.19

 

 

 

12

გლობალ ერთი

121

0.04

 

 

 

13

კეთილი ნების კომუნიკაციები

30

0.01

 

 

 

 

ჯამი

322,418

100.00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქუთაისი

 

 

 

1

გაერთიანებული ტელეკომი

2,254

7.30

 

 

 

2

ახალი ქსელები

28,350

91.76

 

 

 

3

იბერიატელი

293

0.95

 

 

 

 

ჯამი

30,897

100.00

 

 

 

 

 

 

 

 

რუსთავი

 

 

 

1

გაერთიანებული ტელეკომი

4,665

20.81

 

 

 

2

საქართველოს ცენტრ. კავშირგაბ. კორპორაცია

16,548

73.82

 

 

 

3

მეტაკომი

1,175

5.24

 

 

 

4

იბერიატელი

29

0.13

 

 

 

 

ჯამი

22,417

100.00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოთი

 

 

 

1

გაერთიანებული ტელეკომი

7,158

72.92

 

 

 

2

ახალი ქსელები

2,609

26.58

 

 

 

3

იბერიატელი

49

0.50

 

 

 

 

ჯამი

9,816

100.00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზუგდიდი

 

 

 

1

გაერთიანებული ტელეკომი

3,572

67.92

 

 

 

2

ივერია ქსელი

1,583

30.10

 

 

 

3

იბერიატელი

104

1.98

 

 

 

 

ჯამი

5,259

100.00

 

 

 

 

 

 

 

აჭარა

 

 

 

 

კომპანიის დასახელება

აბონენტების რაოდენობა 2004 წლის ბოლოს

ხვედრითი წილი (პროცენტებში)

 

 

 

1

აჭარის ელექტროკავშირი

25,566

92.58

 

 

 

2

SABATELI

1,825

6.61

 

 

 

3

ალკომი

224

0.81

 

 

 

 

ჯამი

27,615

100.00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანარჩენი საქართველო

 

 

 

 

გაერთიანებული ტელეკომი

114,092

100.00

 

 

 

 

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,   კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური  ვალდებულება:

 ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;

ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;

გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;

ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლებისა და მისი ბოროტად გამოყენების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.

კომისიას მიაჩნია, რომ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს უნდა დაეკისროთ ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.

რაც შეეხება დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებას, კომისია აღნიშნავს, რომ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები “ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ” საქართველოს კანონში არ არის მოცემული, ხოლო 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“ არ არის მიღებული, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული ვალდებულების დაკისრება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლზე დაყრდნობით.

სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების, კერძოდ ზღვრული ტარიფის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2005 წლის 6 ივნისის N9 დადგენილებით დამტკიცებულია ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფები და კომისიას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისთვის ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფის დადგენა.

კომისიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე გადაწყვეტილება არ იქნება მიქცეული დაუყონებლივ აღსასრულებლად, იმ პირების მიერ, რომლებიც ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ცნობილი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად, შესაძლებელია მოხდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც გამორიცხავს ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობას და მათ თანასწორუფლებიანობას, მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციულ დაშვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის და ეფექტური კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-5 თავის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის, 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის  საფუძველზე, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. განისაზღვროს ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ:

ა) ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ბ) ქ.ქუთაისში – შპს “ახალი ქსელები”;

გ) ქ.რუსთავში – შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”;

დ) ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ე) ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – შპს “აჭარის ელექტროკავშირი”;

ზ) დანარჩენი საქართველო - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

 

2. დაეკისროს ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების განხორციელებისას ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება:

ა) ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ბ) ქ.ქუთაისში – შპს “ახალ ქსელებს”;

გ) ქ.რუსთავში – შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”

დ) ქ.ზუგდიდში –სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ე) ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში – შპს “აჭარის ელექტროკავშირს”;

ზ) დანარჩენი საქართველოში - სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

3. წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

   კომისიის წევრები:                                             დ.პატარია                                                                                 

                                                                                  გ.ფრუიძე

                                                                                 ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები