წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 81 შპს „ნიკა-95“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 81 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

შპს  „ნიკა-95„-სთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ნიკა-95„-მა (რეგისტრირებული  ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 28 ნოემბრის  N 2/4-198 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 1; 31.01.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N VAT FE001/01/05, 25.01.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ნიკა-95„ ლიცენზიის (N 1293) პირობების შესაბამისად აწარმოებს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სათაო სადგურის სათადარიგო ნაწილები) გამოყენებული უნდა იყოს საკაბელო ქსელის ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს „ნიკა-95„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N VAT FE001/01/05, 25.01.05)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ნიკა-95„-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები