საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 84 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 30 დეკემბრის კომისიის N 84 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ კომისიის N 84 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შპს “თანამგზავრის” წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ე.ასანიძე);
ბ) შპს “საქართველოს ტრანსპორტის საერთაშორისო კომპანიის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) სს “პოპულისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომსხ. ი. ხარებევა).
2. დამტკიცდეს კომისიის N 84 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
