წვდომის მენიუ

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 813 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2005

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედმა (საქართველო) (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2003  წლის 27 აგვისტოსN 5ა/8-149 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (SCP/OUT/023,29.11.05.) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის  UHF  დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები განსაზღვრულია მომსახურე პერსონალს შორის ოპერატიული რადიოკავშირების განსახორცილებლად და გამოყენებული უნდა იყოს  შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო) 408.500 მგჰც და 415.300 მგჰც სიხშირეები, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.    აღირიცხოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის წევრი                                                           დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები