საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“TELAVI”, “ARGO”, “JAMAL” და “ZELEK STAR”) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0709 |
“Dontex” LLC |
“TELAVI” |
4LCS |
213 524 000 |
- |
|
2 |
0054 |
“INB” Ltd |
“ARGO” |
4LBR |
- |
- |
|
3 |
0711 |
JTM Shipping Limited |
“JAMAL” |
4LDF |
213 526 000 |
- |
|
4 |
0710 |
Zelek Shipping Limited |
“ZELEK STAR” |
4LDE |
213 525 000 |
- |
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
