წვდომის მენიუ

კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შპს “თანამგზავრის” წარმოდგენილი განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 815 / 12

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, 18 ნოემბრის N703/10 გადაწყვეტილებით შპს “თანამგზავრს” მიეცა 10 დღის ვადა წარმოედგინა კომისიის 7 ნოემბრის N 645 გადაწყვეტილების მესამე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. კერძოდ:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი;

ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ე) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ვ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ზ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “თანამგზავრს” კომისიის 18 ნოემბრის N703/10 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2005 წლის 8 დეკემბერს.  გადაწყვეტილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია შპს “თანამგზავრის” მიერ დღემდე არ არის წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის და კომისიის 18 ნოემბრის N703/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს “თანამგზავრის“ განცხადება კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აცნობოს შპს “თანამგზავრს“ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის წევრები:                                             დ. პატარაია

                                                                        გ. ფრუიძე

                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები