შპს „საქართველოს ტრანსპორტის საერთაშორისო კომპანიის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტრანსპორტის საერთაშორისო კომპანიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/346-05, 11.11.05) სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად იქნას დატოვებული შპს „საქართველოს ტრანსპორტის საერთაშორისო კომპანიის“ განცხადება სიხშირის მინიჭების შესახებ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
