საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2005
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის პირველი კვარტლის წარმოდგენილი სამუშაო გეგმა (თან ერთვის), კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;
2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსებმა:
ა) კომისიის წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების პროექტების კომისიის სხდომებზე დამტკიცებულ ვადებში განსახილველად წარმოდგენა;
ბ) კომისიის წლიური ანგარიშის მოსამზადებლად შესაბამისი ინფორმაციის მ/წლის 27 თებერვლამდე სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურისათვის წარდგენა;
გ) სამუშაო გეგმების მომზადებისას აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების უპირობო დაცვა.
3. კომისიის თავმჯდომარეს სისტემატიურად წარედგინოს (ი. ხარებავა) ინფორმაცია დამტკიცებული სამუშაო გეგმის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულების მიმდინარეობის თაობაზე;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
