წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 83 შპს „საქართველოს სატელიტური დაცვის სისტემა-2002“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 83 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

შპს „საქართველოს სატელიტური დაცვის სისტემა-2002„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს სატელიტური დაცვის სისტემა-2002„-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის N 5/4-3994 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (03.02.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N I-05018, 26.01.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ სატრანსპორტო სანავიგაციო სისტემებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს სატელიტური დაცვის სისტემა-2002„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N I-05018, 26.01.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „საქართველოს სატელიტური დაცვის სისტემა-2002„-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები