გადაწყვეტილება N 84 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005
კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში
გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 10 დეკემბრის N668 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კომერციული კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საკონკურსო სხდომის თარიღად განისაზღვრა 2005 წლის 11 თებერვლის 13 საათი, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადად 2005 წლის 13 იანვრის 17 საათი, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობად 32684 (ოცდათორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაოთხი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში გამარჯვებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად ირჩევს კოდს შემდეგი ნუმერაციის რესურსიდან: 8-61, 8-63;
,,კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 10 დეკემბრის N668 გადაწყვეტილების შესაბამისად, განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ,,შავი ზღვის ტელეკომმა. ამავე დროს, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2005 წლის 11 თებერვალს კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ შპს „შავი ზღვის ტელეკომის” წარმომადგენლები: ზ.სამხარაძე და ლ.კვიჟინაძე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონისა და ,,კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 10 დეკემბრის N668 გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსის პირობას წარმოადგენს კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა, ხოლო გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად:,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილემ შპს ,,შავი ზღვის ტელეკომის წარმომადგენელმა, ზ.სამხარაძემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 32684 (ოცდათორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაოთხი) ლარი. კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დასამყარებლად აირჩია კოდი 8-63.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 362 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს შავი ზღვის ტელეკომი„ რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 32684 (ოცდათორმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
2. განესაზღვროს შპს შავი ზღვის ტელეკომს„ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დასამყარებლად ნუმერაციის რესურსი 8-63;
3. 1) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ი ანუ 6536.80 (ექვსი ათას ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 3268.4 (სამი ათას ორას სამოცდარვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 11 მარტამდე:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი თი-ბი-სი„;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
2) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 3268.4 (სამი ათას ორას სამოცდარვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 11 მარტამდე;
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში (კოდი) |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 22878.8 (ოცდაორი ათას რვაას სამოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
5. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
6. კომისიის ადმინისტრაციამ (ნ.ჯანელიძე) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) შპს შავი ზღვის ტელეკომის„ მიერ ამ გადაწყვეტილების მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ,, შავი ზღვის ტელეკომი-სათვის კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
