წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 85 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 85 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის N 10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის  11 თებერვლის N10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N 10 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-9 საკით (2004 წლის მე-IV კვარტალში კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობისა და კომისიის წევრების საკონტროლო დავალებების შესრულების მონიტორინგის შესახებ) მ/წლის 18 თებერვლის კომისიის N 11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 10 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  5  (ხუთი) საკითხი:

ა) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე„ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ (მომხს.კ. ყურაშვილი – სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი);

ბ) შპს „მზის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე  (მომხს. ყურაშვილი);

გ) შპს „საქართველოს თრანქული სისტემისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.           ს. შავგულიძე);

დ) შპს „მობილფონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.          ს. შავგულიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 10  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები